პოლიტიკა
საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომის ძირითადი თემები: 2015 წლის პრიორიტეტები, ნატო-ს წლიური ეროვნული სამოქმედო გეგმა და ასოცირების კომისიის შექმნა

1ES-polit-2-analit-4საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო- არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
საბჭოს პირველივე სხდომაზე აქცენტი ორ ძირითად საკითხზე გაკეთდა - ნატო-ს ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის წარდგენაც იანვრის ბოლოს უნდა მოხდეს და პარლამენტში ასოცირების კომისიის შექმნაზე.

საბჭო  შეიმუშავებს  რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ  და მოახდენს საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ყველა სუბიექტის კოორდინაციას.

საბჭოში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შედიან - საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;  ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.