პოლიტიკა
15-17 იანვარს საქართველოს ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი ეწვევა

1Iohanes-polit-3საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. 2015 წლის 5 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 15-17 იანვარს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანის ვიზიტის პროგრამის დეტალებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წარმატებით და ნაყოფიერად განხორციელების უზრუნველსაყოფად.