სამართალი
ალექსი პეტრიაშვილი: „საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა საგარეო უწყების არაეფექტურ მუშაობაზე მიანიშნებს

1aleks-samart-3საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატები“ საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ფაქტს აკრიტიკებენ.

ჩვენი მთავრობაში ყოფნის დროს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად უძღვებოდა კორდინაციის ფუნქციას უწყებებს შორის. არსებობს ევროინტეგრაციის კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით, ევროატლანტიკური სამინისტროს კომისია პრემიერის ხელმძღვანელობით, ეს არის აღიარება იმისა, რომ პრემიერი და მთავრობა უკმაყოფილოა საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო დატვირთვა რაღა არის, თუ ამასაც ითავსებს პრემიერ-მინისტრი?!” - განაცხადა პარტიის ერთ-ერთ ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.