სამართალი
ირმა ინაშვილი: „სააკაშვილს მიესალმებიან და წაუმღერებენ: მოდი, აქ დაჯექ, ქალო-ს“, ანუ მიშა - მე კვლე?!

1-Irma-samart-1საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი.  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სერიალ „ქერის უბანი“-ს ახალ სერიას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეკვლის ამპლუაშია.
ინაშვილი ანიმაციური ფილმის სცენარისტებს სოციალური ქსელით მიმართავს.

ქერის უბნის“ ანონსი ვიხილეთ. სააკაშვილი შემოდის და ასეთ ფრაზას ამბობს: „შემოვდგი ფეხი, დაგეცათ მეხი. ესეც თქვენი მეკვლე ვარ“. ძალიან მეზარებოდა დღევანდელ დღეს ამ მარაზმის კომენტირება, მაგრამ გულმა ვეღარ მომითმინა. ძვირფასო სცენარისტებო, ბატონი სააკაშვილი 2015 წელს ფეხს აუცილებლად შედგამს გლდანის მე-8 დაწესებულებაში, კარანტინის გავლით. პატიმრები გისოსებიდან მიესალმებიან და წაუმღერებენ: „მოდი, აქ დაჯექ, ქალო“-ს… მეხიც დაეცემა და თავზარიც. ასე რომ, მომავალ სერიებში გაითვალისწინეთ, კარგით?! – წერს ირმა ინაშვილი.