სამართალი
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სატირული ჟურნალი ''Charlie Hedbo''-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

1-napadenie-samart-3საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალი "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის, წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და განსაცდელის ამ მძიმე ჟამს სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს“.