პოლიტიკა
„ჩვენ მოვუწოდებთ მორწმუნე ადამიანების რელიგიური გრძნობების პატივისცემისკენ, მნიშვნელობა არა აქვს, იქნებიან ისინი ქრისტიანები, მუსლიმები თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები“ - რდდ-ს განცხადება

1-diaspora-pol-2-anსაქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია რუსეთში ჯავახეთის დიასპორა ფრანგულ სატირულ გამოცემა “Charlie Hebdo”-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს,  ღრმა მწუხარებას უცხადებს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მისი ყველა გამოვლინებითა დაფორმით და მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, დაიცვან სიტყვის თავისუფლების უფლება. „რუსეთში ჯავახეთის დიასპორა“ მიიჩნევს, რომ ექსტრემიზმი მიუღებელი ფორმაა საკუთარი მოსაზრებებისა თუ პოზიციის გამოსახატად.

ამასთანავე, ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დემოკრატიული ფასეულობები და თავისუფლებები არ ეწინააღმდეგება ისეთ ფასეულობას, როგორიცაა რწმენის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ მორწმუნე ადამიანების რელიგიური გრძნობების პატივისცემისკენ, მნიშვნელობა არა აქვს, იქნებიან ისინი ქრისტიანები, მუსლიმები თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები.

გვსურს, კიდევ ერთხელავღნიშნოთ, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვა საერთაშორისო კონვენციებითაა უზრუნველყოფილი და დემოკრატიული ფასეულობების განუყოფელი ნაწილია.

ექსტრემიზმი და ტერორიზმი 21- საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცნენ, რომელსაც უკვე ებრძვის უამრავი ქვეყანა როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მსოფლიოს სხვა წერტილებში.

მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ქვეყანას, გაერთიანდნენ საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისა და ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევის გარეშე.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია
„რუსეთში ჯავახეთის დიასპორა“