სამართალი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება

1-naCalnik-samart-3საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა.

გენერლებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსმა ასევე, გამართა შეხვედრები "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციის სარდალთან, 4-ვარსკვლავიან გენერალთან ჯონ კემპბელთან, აშშ-ის არმიის  გენერალ-მაიორთან ჯონ მიურეისთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალთან საფაკ გოკთან.