სამართალი
იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს უკრაინაში დაქირავებული მებრძოლი ქართველები ეხმაურებიან
Coment-samart-2საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი.  „რუსთავი2"-თან სატელეფონო საუბარში საქართველოს შეიარაღებული ძალების დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, უკრაინაში მებრძოლი ირაკლი ქურასბედიანი აცხადებს, რომ კანონის ეს ნორმა მათ არ შეეხებათ, რადგან ისინი სრულიად კანონიერად, უკრაინის სახელმწიფო შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვიან რუსული საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ. მან ასევე განაცხადა, რომ მათი და სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების ერთ კონტექსტში განხილვა არ შეიძლება, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ სირიაში ტერორისტული მოქმედებები ხორციელდება.