სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობისა და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხის ფაქტებზე ორი პირი ამხილა

anti-sam-2საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებასა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ამხილეს – წალენჯიხის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჭანია. ასევე, თაღლითობისა და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხის ფაქტებზე ამხილეს წალენჯიხაში მცხოვრები მოქალაქე ნოდარ .
ნოდარ ჯ-ს წაქეზებით ლევან ჭანიამ 2014 წლის 13 ივნისს გასცა ყალბი ცნობა, თითქოსდა ნოდარ ჯ-ს სახელზე ქალაქ წალენჯიხაში ირიცხებოდა 0,33 ჰექტარი მიწა.

ყალბი ცნობის საფუძველზე ნოდარ ჯ-მ თავისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა 3216 კვ.მ მიწა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 18 887,76 ლარად ღირებულ 2127 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ხსენებულ ტერიტორიაზე 2014 წლის მაისის ბოლოდან ივლისამდე პერიოდში უკანონოდ მოჭრა 26 ძირი ხე, რამაც გამოიწვია 10 860 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.