საზოგადოება
სულ მალე მემაწვნეებსაც დააჯარიმებენ. ის ადამიანები, ვინც ლუკმაპურისთვის კარდაკარ სიარულით მწვანილს, მაწონსა და რძეს დაატარებენ, რაც თბილისში ოდითგან დამკვიდრებული ტრადიციაა და ქალაქის კოლორიტის განუყოფელი ნაწილი, იმ შემთხვევაში დაჯარიმდებიან, თუ პარლამენტი მთავრობას დაეთანხმება.
პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვა ვეტერინარული მოწმობების გარეშე. ასეთი დანაშაულისთვის 1500-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.