სამართალი
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა 2014 წლის ანგარიში წარუდგინა შს მინისტრის მოადგილეებს და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს

1naCalnik-samart-1საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. 2014 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და გაშუქებული ყველა ღონისძიება; სამინისტროში გატარებული რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები; ანგარიშში აღწერილია შს მინისტრის 2014 წლის აქტივობები; საერთაშორისო შეხვედრები; სოციალური და საინფორმაციო კამპანიები: არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“, „შეიკარი ღვედი“, „არა ბიონარკოტიკს“, „არა ძალადობას – კამპანიების ფარგლებში ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და მოქალაქეებისთვის ჩატარებული კონკურსები, გამოფენები, დაჯილდოებები.

კამპანიის – „არა ბიონარკოტიკს“ განხორციელების და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შედეგად, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ბოლოსთვის ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება 90%-ით შემცირდა.