სამართალი
შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელ კესტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

1ministr-samart-2საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.