სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
1antikor-samart-3საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“-ს შიდა ქსელების სპეციალისტი იოსებ ნუცუბიძე და მოქალაქე გოჩა ა. დააკავეს.
აღნიშნულმა პირებმა შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადეს ყალბი მართვის მოწმობა და მოქალაქეს 300 ევროდ მიჰყიდეს. აღნიშნული პირები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პერიოდულად ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, მოქალაქეებისათვის დამზადებული 30 ცალი სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტი, მათ შორის, მართვის მოწმობები, საზღვარგარეთის პასპორტები, საბინადრო და სადაზღვევო მოწმობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური ტექნიკური  მოწყობილობები.