რედაქტორისგან
ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრეი კელინმა ჟურნალისტებთან მოხსენების ტექსტის კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, ეს მონაცემები არ ემთხვევა კიევის ვერსიას იმის შესახებ, რომ 12 კაცის დაღუპვაში დამნაშავე სახალხო მოლაშქრეები არიან, რომლებმაც ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ეუთოს მისია უკრაინაში სამგზავრო ავტობუსზე ღრმა გამოძიების ჩატარების მიღწევას აპირებს.
ამგვარად, საქინფორმის მიერ გამოთქმული ვერსია სააგენტოს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის გუშინდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც მან ИА REX-ს მისცა, მართლდება!
მკითხველს შევახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) 13 იანვარს ჩაცხრილული იქნა დონეცკიდან 35 კმ-ში მდებარე სოფელ ვოლნოვახასთან.