სამართალი
სააკაშვილის პროპაგანდის მორიგი მსხვერპლი. ის უკრაინაში უკრაინაში თავისი ოჯახისთვის ლუკმაპურის საშოვნელად ჩავიდა იმ სამუშაოთი, რომელიც მას ასწავლეს - მოწინააღმდეგის მოკვლა, რადგან საქართველოში არაფერი უკეთესი არ შესთავაზეს...
1Zertva-samart-1საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცი თამაზ სუხიაშვილი გუშინ დნეპროპეტროვსკიდან კიევში გადაასვენეს. უკრაინიდან სამშობლოში მისი გადმოსვენების საკითხი კი უახლოეს დღეებში გაირკვევა. 37 წლის ქართველი დონეცკთან ახლოს მიმდინარე ოპერაციის დროს დაიღუპა. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა ასევე საქართველოს სამი მოქალაქე. თამაზ სუხიაშვილი ავღანეთში „აისაფის“ მისიაში მსახურობდა, იბრძოდა ერაყშიც. ასევე იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და თავდაცვის სამინისტროს გორის განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფის ლეიტენანტი.