სამართალი
საერთაშორისო გამოფენაზე აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით „მწვანე კვირეულის“ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს

1abxazi-samart-2საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები გუშინ საქართველოს სტენდს ეწვივნენ, სადაც შეხვედრა გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩ ლადო პაპავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ კერესელიძესთან. გამოფენის ორგანიზატორმა ლარს იეგერმა შექმნილი უხერხულობის გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა.

მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს - ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა ძლიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა - ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა, მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება“,- განაცხადა ლარს იეგერმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ კერძო კომპანიამ გამოფენის  სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია.