სამართალი
„ახალი თაობა“: ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ ბურჯანაძეს გადააბარა?

1axali-samart-3საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამამ, გიორგი კობახიძემ შვილის, ირაკლი კობახიძის მიერ ივანიშვილის პარტიაში თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით „პირველ რადიოსთან“ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა განმარტა, რომ ამის შესახებ განცხადებას მალე გააკეთებს.

ახალმა თაობამ ქართულ ოცნებაში შექმნილ ვითარებაზე სტატია სათაურით - ივანიშვილმა ოცნება ბურჯანაძეს გადააბარა?“ გამოაქვეყნა. სტატიის ავტორის ინფორმაციით, „ოცნებაში“ ედპ-ს“, სახალხო პარტიისა და ახლა უკვე ბურჯანაძის თანაპარტიელის ვაჟის დანიშვნა ზვიად ჯანყარაშვილის ადგილზე  ბევრი მათგანისთვის მოულოდნელი იყო. როგორც სტატიის ავტორი წერს, „ქართული ოცნება“ გაერთიანებული დემოკრატების ფილიალს ემსგავსება, რადგან წამყვან თანამდებობებზე ბურჯანაძის კადრები ინიშნებიან. კობახიძის დანიშვნით კი გამოდის, რომ ივანიშვილმა პარტია, ფაქტობრივად, ბურჯანაძეს გადააბარა.