საზოგადოება
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ფონიჭალაში ახმედოვების ოჯახი დააყაჩაღა. მძარცველებმა ოჯახის სამი წევრი დააბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბოროტმოქმედებმა სახლიდან ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ექსპერტ-კრიმინალიტები აწარმოებდნენ. რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.