სამართალი
ლევან იზორია: „ლაპარაკია ძირითადად ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებზე, რომლებმაც შეიძლება ძალადობრივი შედეგი გამოიწვიოს. სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდება“

1Zam-samar-1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კომენტარს აკეთებს ძალადობრივი მოწოდების შესახებ კანონპროექტზე.

დასავლური ცივილიზაცია არ ამბობს ცალსახად, რომ იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ ერთი უფლება სუბიექტის, მათ შორის, სიტყვის გამოხატვის უფლება, დასავლეთი ამბობს მეორე სიკეთეზე, ეს არის უსაფრთხოების, მშვიდობის სიკეთე და აი ამ ბალანსის მოძებნა არის ყველა თაობის ამოცანა. ამ პროცესის თანამონაწილენი ვართ ჩვენ, იმ გამოწვევებისა და იმ საფრთხეების ადეკვატურად, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. აქედან გამომდინარე ის ტონი, რომ რაღაც მით უფრო მასმედიისთვის საფრთხის შემცველია, ჩემთვის ყოვლად გასაკვირია. თუ ფორმულირებებში არსებობს გარკვეული დაზუსტებების აუცილებლობა, იმისთვის არსებობს საპარლამენტო განხილვებისა და დისკუსიის შესაძლებლობა", - აღნიშნა, კერძოდ, იზორიამ.