სამართალი
პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

1memorandum-sam-2საქართველო, 22 იანვარი, საინფორმი. 20 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და  არასამთავრობო ორგანიზაციას - ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“ შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და „ირის ჯგუფის“ დირექტორმა ირინე ოდიშარიამ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანი, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოზარდების  ცნობიერების ამაღლებაა.

მემორანდუმის თანახმად, შემუშავებულია მთელი რიგი ამოცანები, რომლებიც მოიცავენ რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნებისთვის სპეციალური ტრენინგ-მოდულის შემუშავებას; არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დახვეწას; ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი ლექცია-სემინარების ორგანიზებასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

არასამეწარმეო არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფი - მრავალფეროვნების მართვა“  2010 წელს თბილისში დაარსდა. ორგანიზაცია ცდილობს, თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განვითარებას, მათი პოტენციალის წარმოჩენას და რეალიზებას.