აქტუალური
„თქვენ გამოგყვათ და დაიჯერა თქვენი ქართველმა ერმა... გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი... ჩვენი ქვეყნის გადარჩენის... სასიკეთო მომავლის... იმედი იმისა, რომ ჩვენ სიცოცხლეს ასე ვეღარავინ ვეღარ ხელყოფს....და ყოველივე ამის და კიდევ ბევრის გარანტად თქვენ გვესახებოდით!!!
ნუთუ „ოცნებამ“ მხოლოდ ოცნება დაგვიტოვა... მე ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, რომ თქვენ არ ხართ დღეს ამაყი იმით, რაც გააკეთა მამა ილია კარტოზიამ... რომ თქვენ დღეს არ შეგძრათ მამა ვაზაგაშვილის მკვლელობამ...
ამიტომ, მოვითხოვ თქვენგან... კეთილი ინებეთ და მობრძანდით, დაბრუნდით თქვენს ადგილზე, რომელზეც ქართველმა ხალხმა მოგაბრძანათ, და რაც დაგვპირდით, შეასრულეთ!!!
იმედი მაქვს, ეს თხოვნა- მოთხოვანა სრულიად საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ახია ჩვენზე ყველაფერი“, - წერს, კერძოდ, მიშა გომიაშვილი.