სამართალი
გიორგი გოგაძემ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელ მაიკლ უილსონს პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

1-gogaZe-samart-2საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი პროკურატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით და სიმბოლური  საჩუქრით დააჯილდოვა.

აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით და მაიკლ უილსონის აქტიური მონაწილეობით 2014 წელს საქართველოს პროკურორებისთვის მოწმის დაკითხვისა და გამოკითხვის, ოჯახური დანაშაულის გამოძიების საკითხებში არაერთი ტრენინგი ჩატარდა.

მაიკლ უილსონის უშუალო ხელმძღვანელობით 2014 წელს პროკურორებმა სისხლის სამართლის ინსტრუქტორთა ექვსკვირიანი კურსი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკელმა კოლეგამ ქართველებს გავრცელებული დანაშაულების გამოძიების მეთოდიკაში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.