აქტუალური
სოსო რობაქიძე: „ძალიან მალე მოხდება კიდევ მეორე ტერაქტი. ეს თანამდებობის პირმა მითხრა“

1-Soso-aqtual-1საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ამირან რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში მეორე ტერაქტიც იგეგმება. სკანდალური განცხადება რობაქიძემ „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

იური ვაზაგაშვილი მოკლეს იმის გამო, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა. გაგიკვირდებათ და მე ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, სახელს და გვარს არ ვიტყვი, მითხრა, რომ ჩვენ ვიცით, ვიღაც უნდა მომკვდარიყო და ისიც დამიდასტურა, ძალიან მალე მოხდება კიდევ მეორე ტერაქტი, რადგან ეს ერთი ტერაქტი არ ეყოფა. სიტუაცია მომწიფდა ისე, რომ უნდა მომხდარიყო არეულობაოცნებისწინააღმდეგ და ეს მთავრობა წასულიყო...

ჩვენ შეგვეძლო ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში ცუნამის ტიპის მიტინგები მოგვეწყო, ჩვენ შვიდკაციანი საბჭო შევქმენით, მაგრამ ვაჩერებთ ყველა პოლიტიკოსს და მიტინგის უფლებას არ ვაძლევთ არავის, იმიტომ, რომ ვიცით, ეს რატომ მოხდა, “ნაციონალებს” უნდოდათ ეს. არეულობა არ მოხდება”, – განცხადა სოსო რობაქიძემ.