აქტუალური
გენერალ-მაიორმა საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო, მათ შორის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა, საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის საკითხები, სამხედრო განათლება და წვრთნა.
საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკები, რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი დაესწრნენ.