პოლიტიკა
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. აღნიშნული პროექტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობა.
სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს, ევროპასა და აზიას შორის ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს უზრუნველყოფს. პროექტის დასრულება 2015 წლის ბოლოს იგეგმება.