საზოგადოება
საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მილოცვებისთვის მადლობას უხდის. გიორგი მარგველაშვილმა მადლობის წერილი ფეისბუქზე გამოაქვეყნა:
„ყველას დილი მადლობა მოლოცვისათვის, მაკა და თემო კარგად გრძნობენ თავს".
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტს 2 თებერვალს ვაჟი შეეძინა. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ვაჟს ბაბუის სახელი - თეიმურაზი დაარქვეს.