„ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების შეთანხმება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში. ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება და გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთთან მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.
„ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი ერთგული რჩებიან არაღიარების პოლიტიკის მიმართ და კვლავ მოუწოდეს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარები“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.