უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: „რფ-ის წინააღმდეგ ომი არ მიმდინარეობს, თუმცა ნამდვილად არის ჩვენი განვითარების შეფერხების მცდელობა. ასეთი მსოფლიო წესრიგი რუსეთს არასოდეს მოაწყობს!“

protiv-zar-1საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის დამოუკიდებელი პროფკავშირების ფედერაციის მეცხრე ყრილობაზე მისი ხელმძღვანელი მიხაილ შმაკოვის გამოსვლის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ახლა შეინიშნება სსრკ-ის დაშლის შემდეგ დამყარებული მსოფლიო წესრიგი ერთი უპირობო ლიდერით სათავეში, რომელსაც „სურს ასეთად დარჩეს, რადგან ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი შეიძლება, სხვებისთვის კი მხოლოდ ის, რის ნებასაც იგი დართავს და რაც მის ინტერესებშია“.

თუკი ვინმეს ეს მოსწონს, თუკი ვინმეს სურს ნახევრად ოკუპაციის პირობებში ცხოვრება, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ომს არავისთან ვაპირებთ, ყველასთან თანამშრომლობა გვაქვს განზრახული, - აღნიშნა რფ-ის პრეზიდენტმა, - და ის მცდელობები, რომლებსაც ადგილი აქვს, მათ შორის, ე. წ. სანქციებით, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, სიკეთეს არაცის მოუტანს და ისეთ ქვეყანასთან მიმართებაში, როგორიც ჩვენ ვართ, ისინი ნამდვილად ვერ იქნება ეფექტიანი“, - განაცხადა მან.