უცხოეთი
ობამა არ აპირებს მოსკოვში გამარჯვების 70 წლისთავზე ჩასვლას...

BEN-zar-3საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა არ აპირებს მოსკოვში, დიდი გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე ჩასვლას. მისმა საკვანძო მრჩეველმა თეთრი სახლის აპარატში ბენ როდსმა ეს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ორშაბათის ბრიფინგზე დაადასტურა. „სახელმწიფოს მეთაურის დონეზე ჩვენს მონაწილეობას არ ველი, - თქვა მან, - პრეზიდენტი ობამა მოსკოვში გამგზავრებას არ გეგმავს“.

ამასთან, მრჩეველმა განაცხადა, რომ აშშ „დიდი პატივისცემით ეკიდება რუსეთის როლს ნაცისტური გერმანიის განადგურების საქმეში“. როდსის თქმით, ეს ვლინდება „მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ყველა სამახსოვრო თარიღის“ აღნიშვნისას.