უცხოეთი
ამერიკელი სამხედროები უკრაინაში ნაცგვარდიის მებრძოლთა მოსამზადებლად ჩავიდნენ
amerikanskie-zar-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინის ნაციონალური გვარდიის მებრძოლთა პროფესიულად მომზადების საკითხთა გადასაჭრელად უკრაინაში ჩავიდნენ. „სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ პაველ ტკაჩუკთან და თავის უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრის დროს ამერიკელმა სტუმრებმა განიხილეს სამხედრო მოსამსახურეთა მომზადების მომავალი მიმართულებები და ამისათვის საწვრთნელი დაწესებულების საპოლიგონო ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობები“, - ნათქვამია ნაცგვარდიის ცნობაში. იგეგმება, რომ სამუშაო ჯგუფი უკრაინელი მებრძილების ქვედანაყოფთა მომზადების ადგილების რეკოგნოსცირებას ჩაატარებს. წვრთნა კი გაზაფხულზე დაიწყება და საბრძოლო მომზადების ყველა საგანში მეცადინეობების სამ ეტაპს მოიცავს.