საზოგადოება
საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. კონცერტს მსოფლიო კინოს ლეგენდა,ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ.
მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილე ქართველმა და უცხოელმა პრიმადონებმა მიულოცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 13 ვარსკვლავი ესტუმრა. სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინე ლიანა ისაკაძემ.