უცხოეთი
ანასტასიადისი: „კვიპროსი რუსეთს მისი სამხედრო ბაზის განთავსებას შესთავაზებს

1-anastas-zar-1საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. კვიპროსი რუსეთს თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ობიექტების განთავსებას შესთავაზებს, - ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოსკოვში მისი ვიზიტისას, 25 თებერვალს მოეწერება.

არსებობს ძველი შეთანხმება, რომელიც უნდა განახლდეს იმ სახით, რა სახითაც იყო. ამავე დროს, შეთავაზებული იქნება ზოგიერთი დამატებითი მოედანი, როგორც ამას სხვა სახელმწიფოების, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის მიმართებაში ვაკეთებთ“, - ციტირება სააგენტო სინხუა ანასტასიადის სიტყვებს.

სამხედრო-საჰაერო ბაზა, სადაც რუსული თვითმფრინავები განთავსდება, აკროტირის რაიონში, ბრიტანული სამხედრო-საჰაერო ბაზიდან 40 კმ-ში განთავსდება.