პოლიტიკა
„ამავდროულად, ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობიდან, ასევე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ქართველი მზადაა, უკრაინაში იმსახუროს, უკრაინის არჩევანია, როგორ ქართველს მიიწვევს. ჩვენი მეგობრობა უკრაინელებთან არა ინდივიდებზე, არამედ ისტორიულ კეთილმეზობლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე დგას!“- აღნიშნა მარგველაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მაიდანზე გამართულ „ღირსების მარშში“, სადაც იგი, როგორც ჩანს, საბოლოოდ „გადაიბირეს“...
მარგველაშვილმა, რომელსაც საქართველოში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ - „კარალევა მარგო“, „ვერიტას პლასტელინოვიჩი“, „მთავარსარდელი“, ოღონდ არა საქართველოს პრეზიდენტად, დასძინა, რომ „დეტალები მშვიდობიან დროს უნდა გადაწყდეს, როცა კონფლიქტი ამოიწურება“. "ასეთი საკითხები არ განიხილება, როდესაც მეგობრებს (უკრაინასა და საქართველოს - საქინფორმი) პრობლემები აქვთ", - დასძინა მარგველაშვილმა.