სამართალი
შსს-მ ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

daakava-samart-2საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების, ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის განყოფილების და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ბორის ლ. და ასევე წარსულში ნასამართლევი როინ ფ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებმა თბილისში, ჩაბალის ქუჩაზე ნატა ი-ს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხელჩანთა პირადი ნივთებით გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი ხელჩანთა ნივთმტკიცებად ამოიღეს.