სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 21 მარტს საპროტესტო აქციას გამართავს
aqcia-samart-3საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კოლაფსის წინაშე და რეალური გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არის უუნარო და არ გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. საქართველოს ყოფილი პრემიერი კი  მოსახლეობას „დასცინის“. ჯაფარიძის განცხადებით, მათი მოვალეობაა საქართველოს ხელისუფლებას გააგონონ „ხალხის ხმა“.  „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.