აქტუალური
მობილური ოპერატორები გაზრდილი აქციზის საცალო ტარიფში ასახვას მოითხოვენ. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორების თხოვნის საფუძველზე ტარიფის შესახებ კვლევა დაიწყო. კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება მობილური მომსახურების აქციზით დაბეგვრის შესახებ ძალაში პირველი აგვისტოდან შევიდა. ეს ნაბიჯი "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" მაშინვე გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაბეგვრის ეს წესი მობილურით მომსახურებას გააძვირებდა.