სამართალი
გენშტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პირად შემადგენლობას წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი პოლკოვნიკი ლევან ბერია წარუდგინა

1beria-samart-1საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პოლკოვნიკ შალვა ბაჯელიძეს გაწეული  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ახალ თანამდებობაზე პოლკოვნიკ ლევან ბერიას წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ცვლილებები როტაციის წესით განხორციელდა.  წვრთნებისა და სამხედრო განათლების ახალი სარდალი სპეციალური შერჩევის საბჭოს მიერ შეირჩა.

პოლკოვნიკი ლევან ბერია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს. 2008–2009 წლებში პოლკოვნიკმა ბერიამ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის მართვის აკადემიაში გენერალური და საადმირალო შტაბების სამსახურების სწავლების ინტერნაციონალური კურსი გაიარა.