სამართალი
ბადაშვილი: „დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ“

1badaSv-samart-3საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივ ფაქტებს გამოიძიებს. დეპარტამენტის ფუნქციების შესახებ განმარტება თავად მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გააკეთა. ახალ დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი კოკა კაციტაძე იქნება:

დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება”, - აღნიშნა, კერძოდ, ბადაშვილმა.