სამართალი
შსს-მ ძალადობით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
1-gedeniZe-sam-1საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულმა 4 მარტს, საღამოს, თბილისში, ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო, ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

1-gedeniZe-1 1-gedeniZe-2
1-gedeniZe-3 1-gedeniZe-4
1-gedeniZe-5 1-gedeniZe-6