სამართალი
და შემოულაწუნა კიდევაც! - ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართული აქცია „შემოულაწუნე!“-ს მონაწილეებმა ხელისუფლების მაგივრად რეპორტიორს შემოულაწუნეს...

1-vlepili-samart-2საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართული აქციის ორგანიზატორები ფოტოჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდიან და დამნაშავის დასჯის პირობას დებენ. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუას განცხადებით, გედენიძის ცემით დამნაშავემ შეურაცხყოფა აქციის ორგანიზატორებსაც მიაყენა.

აღნიშნული აქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა (ვიდეო. იხ. აქ). დევიზით - ”შემოულაწუნე!” ბიზნესცენტრთან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. 8-პუნქტიანი მიმართვის რეზიდენციაში შეგზავნის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილები ბიძინა ივანიშვილისგან იმ პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებიც ყოფილმა პრემიერმა მოსახლეობას მისცა.