სამართალი
რუსეთის საქართველოზე თავდასხმის მოლოდინში: თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილის ხელმძღვანელობით, მოლდოვას რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

1-napadenie-samart-3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ქართულ მხარეს მოლდოვას თავდაცვის მინისტრმა ვიორელ ციბოტარუმ უმასპინძლა. შეხვედრები გაიმართა თავდაცვის სახელმწიფო მდივან აურელ ფონდოსთან და ეროვნული არმიის მთავარი შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ იგორ გორგანთან. შეხვედრებისას საუბარი მოლდოვასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, ასევე რეგიონალურ და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. შეხვედრების ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 2015 წლის გეგმას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილესა და უშიშროების საბჭოს მდივანთან.