საზოგადოება
საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. 15-16 ოქტომბერს, თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს, - ახალი აბრეშუმის გზის კონფერენციის დეტალებზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ორდღიანი ფორუმის პირველი დღე მინისტერიალს დაეთმობა, რომელზეც მაღალი დონის სტუმრები აბრეშუმის გზის კონცეფციას, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ. მეორე დღე კი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ პროექტებს მიეძღვნება.