სამართალი
ელჩი ნორლანდი - მედიას: „მნიშვნელოვანია, საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მიუახლოვდეს ნატოს წევრობისათვის საჭირო კვალიფიკაციას“
samart-1საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. 4 მარტს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციისა, საშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა  გააკეთა განცხადება, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „ნატოს წევრი სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაზე საგანგებო კომენტარს არ გავაკეთებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ვიმყოფები რა თბილისში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მიუახლოვდეს ნატოს წევრობისათვის საჭირო კვალიფიკაციას. ამჟამად საქართველო მისდევს, ჩემი აზრით, კარგად მოფიქრებულ სტრატეგიას, დაიცვას ეროვნული უსაფრთხოება. ის ფოკუსირებულია იმაზე, რომ გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და ეკონომიკური კავშირები დაამყაროს თავის მეზობლებთან. ფოკუსირებულია სამხედრო შესაძლებლობების გამტკიცებაზე, მისი არმიის შემაკავებელი უნარჩვევების გაძლიერებაზე, მათ შორის, ავღანეთისათვის ჯარისკაცების მომზადების საშუალებით. აგრეთვე მისდევს დიპლომატიურ დიალოგს იმის ცდაში, რომ საუბრით, რაც შეიძლება, მეტს მიაღწიოს. ამგვარად, დღეს საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და ვფიქრობ, როდესაც დრო მოვა, ნატო სათანადო გადაწყვეტილებებს მიიღებს“.