სამართალი
ელისო კილაძე: „მიჰქონდა თუ არა „ატკატები“ ჯანყარაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან, ეს თავად ჯანყარაშვილმა უნდა თქვას“...

eliso-samart-2საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის შსს-ს მიერ დაკავებული „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თამარ ფხოველიშვილი სიჩუმის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება "პირველ რადიოსთან" საუბრისას გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა.

წყალმომარაგების კომპანიის საქმეზე ვიცით, რომ დაკავებულია ორი პირი, ცოლ-ქმარი. საქმე ეხებოდა უკანონო გადარიცხვებს, მილიონებზეა საუბარი. ეს გახლავთ ზვიად ჯანყარაშვილის პირადი მეგობრების კომპანია და ჩემი ინფორმაციით, ისევე როგორც გზების ტენდერების „ატკატი“ , ასევე წყალმომარაგების „ატკატიც“ მიდიოდა ზვიად ჯანყარაშვილთან. დაკავებული პირი ითხოვს , რომ გაიყვანონ ციხიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აპირებს , რომ ალაპარაკდეს... სრულად გაიხსნება სქემა რა რაოდენობის თანხები იყო მითვისებული. რა გზებით მოახერხებს ჯანყარაშვილი, რომ დაიცვას და გამოიყვანოს დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაში ბრალდებული პირი, ეს მეორე საკითხია... ეს არის პრემიერის პირდაპირ ნათესავების მახინაცია, მაგრამ მიჰქონდა თუ არა ეს „ატკატები“ ჯანყარაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან, ეს უკვე ჩემი კომპეტენცია აღარ არის და ეს თავად ჯანყარაშვილმა უნდა თქვას", - განაცხადა ელისო კილაძემ.