სამართალი
ირმა ინაშვილი: „მიხეილ სააკაშვილი ჩემს წინააღმდეგ ავტოკატასტროფის მოწყობას გეგმავს! ის მაინც დაასრულებს თავის სიცოცხლეს ციხეში“

InaSvili-samart-3საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილის განცხადებით, რომელიც მან გადაცემა „იმედის კვირაში" გააკეთა, მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ  ავტოკატასტროფის მოწყობას გეგმავს.

მათ იციან ჩემი მარშრუტი, ერთხელ უკვე აღვკვეთე ეს მცდელობა 28 თებერვალს, როცა ბათუმში არ წავედი და არ გამოუვიდათ.  მათ იციან, რომ დიდი დიღმის მიმართულებით ვმოძრაობ და სწორედ ამ გზაზე აპირებენ, ჩემს ავტომანქანას შემხვედრი მანქანა დააჯახონ. მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, ვინც ამ გეგმას ხელმძღვანელობს: თქვენი არავის ეშინია და სააკაშვილი კი თავის სიცოცხლეს მაინც დაასრულებს ციხეში",- განაცხადა ინაშვილმა.