სამართალი
გიორგი მარგველაშვილმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას დანიშნავს

giorgi-samart-1საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი.  საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით დეპუტატები სახელმწიფო მეთაურის პოზიციით დაინტერესდნენ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები დაეთანხმნენ პრეზიდენტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რიგგარეშე სხდომაზე მოწვეული უნდა იყვნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზეაქტის გამოცემის საკითხს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შემოვიდა შესაბამისი მოთხოვნა. არსებობს რეგლამენტით და კონსტიტუციითდადგენილი ვადები, რაც პრეზიდენტს აქვს აქტის გამოსაცემად. შესაბამისად, პრეზიდენტის აქტი სწორედ ამ ვადაში იქნება გამოცემული. მასშიასევე მითითებული იქნება რიგგარეშე სხდომის ჩატარების კონკრეტული თარიღი და ის საკითხი, რაზეც ხდება სხდომის მოწვევა", - განაცხადა  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  გიორგი კვერენჩხილაძემ.