სამართალი
ოპოზიციური პარტიები: „ოცნება“ და „ნაციონალები“ ისევ ცდილობენ ქვეყანას თავზე მოახვიონ თავიანთი პოლიტიკური დაპირისპირება, როგორც ერთადერთი საკითხი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში“

opoz-samart-2საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიები: „თავისუფალი საქართველო“, „რეფორმატორები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებენ განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „მას შემდეგ რაც რეალურმა ოპოზიციურმა ძალებმა დავიწყეთ საპროტესტო აქციები, ხელისუფლებამ და მისმა სატელიტებმა დაიწყო სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების დაგეგმვა ჩვენს წინააღმდეგ. პარალელურად, 21 მარტს დაინიშნა ფსევდო-ოპოზიციის მიტინგი რუსთაველის გამზირზე...

შექმნილ ვითრებაში 21 მარტამდე ვაცხადებთ მორატორიუმს საპროტესტო აქციების გამართვაზე და ხელისუფლებას ვთავაზობთ გამართოს კონსტრუქციული დიალოგი რეალურ ოპოზიციასთან შემდეგ საკითხებზე:

პარლამენტის თავმჯდომარემ:

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასება, კანონი ლუსტრაციის შესახებ;

სასოფლო მიწების პრივატიზების შესახებ კანონპროექტი;

იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა:

7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევების გამოძიება, აგრეთვე ადამიანების ლიკვიდაციის, წამების, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამოძიება;

ყოფილი უკანონო პატიმრების სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა;

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა:

ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროგრამა;

ჯანდაცვის და ენერგეტიკის მინისტრებმა:

საწვავზე და მედიკამენტებზე მონოპოლიური ტარიფები (კარტელური გარიგებების შეზღუდვა);

ქვეყნის რეალურმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა:

„ოცნების“ საარჩევნო დაპირებების შესრულება: სოფლის მეურნეობაში და გადამამუშავებელ წარმოებაში ინვესტიცია (1.000.000.000 აშშ დოლარი);

იპოთეკით დაზარალებულებისა და ე.წ. ბინათმოსარგებლეების გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესება, რესტრუქტურიზაციის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები;

თუ ხელისუფლება უარს იტყვის რეალურ ოპოზიციასთან დიალოგზე, 22 მარტიდან ჩვენ განვაახლებთ მწვავე საპროტესტო აქციებს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.