სამართალი
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან - დემიან ბრიკკოსთან და ქეითი ქენინგთან შეხვედრა გამართა

gomela-samart-3საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების, გამოძიების ფედერალური ბიუროს შემდგომი მხარდაჭერის და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით.

დასასრულ, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამომავლო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას და ნაყოფიერ და წარმატებულ შედეგებზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტების განხორციელების საჭიროებას.