სამართალი
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის ვანო შოშიაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს

vano-samart-1საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. 2015 წლის 9 მარტს, 16:00 საათზე, შსს-ს თანამშრომელი ვანო შოშიაშვილი თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.თბილისში, ვაზისუბანში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ორ ავტომანქანას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მხოლოდ ავტომანქანები.

შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის მოსამსახურეებმა ვანო შოშიაშვილი ალკოტესტით შეამოწმეს, რის შედეგადაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - მართვის უფლების 3 წლით შეჩერება.