სამართალი
პრემიერი ღარიბაშვილი: „პირადად მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე და გაუფრთხილდით იმ ნდობას, რომელიც მათ მოგანიჭათ. ამ ნდობას სჭირდება დაფასება და გაფრთხილება!”

gariba-samart-3საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების დაჩქარება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, საკურორტო სეზონისთვის მზადება, საბიუჯეტო შესრულების კუთხით გააქტიურება, – ასეთი დავალება მიიღეს  გუბერნატორებმა, მერებმა და გამგებლებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან.

რეგიონალური განვითარება თითოეული მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ასევე მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების... ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით“,– აღნიშნა პრემიერმა და გუბერნატორებს და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.

საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.